საპროტესტო აქცია-მსვლელობა
„საქართველოს ვერ დაატყვევებ“ – ამ ლოზუნგით ვერის პარკიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა გაიმართა. შეკრებილებმა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს. აქცია-პერფორმანსის ფარგლებში მოქალაქეებს ზოლიანი ტანსაცმელი ეცვათ, რითაც, მათივე თქმით, მხარდაჭერა გამოუცხადეს დაკავებულ პირებს. წაიკითხეს მათი მიმართვებიდან კონკრეტული ამონარიდები.