პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ მიხა ხელაშვილის სახელობის მარშის მონაწილეებიც. ქართველი პოეტისა და ანტისაბჭოთა მოძრაობის წევრის გარდაცვალებიდან დღეს 100 წელი გავიდა. მსვლელობაც სიმბოლურად სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით დაიგეგმა. მარშის ფორმატი განსხვავებული იყო, მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და მონაწილეებს სიტყვით ისტორიკოსებმა და მწერლებმა მიმართეს. მათ მიხა ხელაშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრეს. ამის შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.