დიდ დიღომში საპროტესტო „სამეზობლო მარში“ გაიმართა. მოქალაქეებმა შეკრება დილის რვა საათიდან დაიწყეს. მათ ფარნავაზ მეფის ქუჩიდან დიდი დიღმის სხვა ქუჩებზე გადაინაცვლეს. მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების დანიშვნა და მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაა. მარშის მონაწილეები მთავრობის მიერ გაცხადებულ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აანონსებენ, რომ სამეზობლო მარშის ფორმატს ყოველკვირეული სახე ექნება.