საპროტესტო აქცია-მსვლელობა

მეორე დღეა, ციფრული და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. ამ წუთებში იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე. ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს და პროტესტის მთავარ მოთხოვნებს უერთდებიან. აქციას ექნება მსვლელობის სახე, თუმცა, რა მიმართულებით გადაადგილდებიან, ჯერჯერობით უცნობია. აიტი სპეციალისტებმა საპროტესტო მსვლელობა გუშინაც გამართეს. რესპუბლიკიდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ და შემდეგ გადაადგილდნენ თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე.