საპროტესტო აქცია მოლდოვაში

მოლდოვის დედაქალაქში პარტია „შორის“ მომხრეები კვლავ საპროტესტო აქციას მართავენ. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა მოქალაქეების მიერ ზამთარში დაგროვილი გადასახადების სრულად დაფარვაა. ისინი მოუწოდებენ დეპუტატებს, შესაბამისი კანონი მიიღონ. ამასთან ერთად, დემონსტრანტებს თან აქვთ პლაკატები წარწერით – „არა ომს მოლდოვაში“. გავრცელებული ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა აქციის ერთი მონაწილე, რომელსაც ცივი იარაღი აღმოუჩინეს. პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს რამდენიმე არასრულწლოვანიც. პოლიცია მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს არ დაუშვან, რომ მიტინგზე არასრულწლოვანები თანმხლების პირის გარეშე მივიდნენ. აქციების გამო, კიშინოვში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.