საპროტესტო აქცია მირცხულავას ქუჩაზე

საპროტესტო აქცია გამართეს მირცხულავას ქუჩის მაცხოვრებლებმა და სტადიონის ადგილზე ინერტული მასალის ბაზრობის მშენებლობა გააპროტესტეს. მოსახლეობის თქმით, ადგილზე სამშენებლო მასალის ბაზრობისა და საწყობის აშენებას აპირებენ, რაც მათი თქმით, გაართულებს გადაადგილებას და გარემოსაც დააბინძურებს.

მოსახლეობა მიმართავს კახა კალაძეს და მათი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს. როგორც სააქციო საზოგადოება „მაუდის“ დირექტორი განმარტავს, ტერიტორია მათი საკუთრებაა და უფლება აქვთ ნებისმიერი მასალა დაასაწყობონ.

მიმდინარე პროცესის კანონიერებაზე საუბრობენ ზედამხედველობის სამსახურშიც.