საპროტესტო აქცია მერიასთან

თბილისის მერიასთან „ანას ბაღის“ შენარჩუნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს ვარკეთილში, „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობა.

აქციის მონაწილეებმა, თბილისის მერიაში კახა კალაძის სახელზე წერილიც შეიტანეს და „ანას ბაღის“ საკითხით პირადად დაინტერესებისა და ადგილზე არსებული ვითარების გაცნობისკენ მოუწოდეს.