საპროტესტო აქცია მელიქიშვილზე - შეფასებები

საპროტესტო აქციები და შეურაცხმყოფელი განცხადებები. მმართველი გუნდი და ოპოზიცია ქვეყანაში სიძულვილის ენის გავრცელებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. გუშინ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის შემდეგ, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებსა და „ქართული ოცნების“ წევრს, ბექა ოდიშარიას შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა. აქცენტები იყო გაკეთებული ასევე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. საკითხს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც. როგორც ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, აღნიშნული არაეთიკურია, თუმცა სიძულვილის ენის გავრცელებაში მმართველ გუნდს ადანაშაულებენ. ბრალდებები ისმის მმართველი გუნდის მხრიდანაც.