საპროტესტო აქცია მელექედურში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ადგილობრივებმა სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართეს. გარდა ამისა, ადგილობრივები წყლის მიწოდებას, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვასა და ფაროსანას პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია შეხვდა. მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და უახლოეს მომავალში მათ მოგვარებას დაჰპირდა.