საპროტესტო აქცია მარნეულში

საპროტესტო აქცია მარნეულში. სოფელ თაზაქენდში, ადგილობრივები სასმელ და სარწყავ წყალს ითხოვენ და ამბობენ, რომ უკვე სამი თვეა წყალი არ მიეწოდებათ, მოსავალი უფუჭდებათ და სარწყავი წყლის არხი ფეკალური მასებით ბინძურდება. ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, ისინი სასმელ წყალს ყოველდღიურად ყიდულობენ. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ისინი      პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.