საპროტესტო აქცია მანავში
მანავის საჯარო სკოლასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა ძველი სკოლის შენობაში სასწავლო პროცესის აღდგენას ითხოვდა. მათი განმარტებით, უკვე მეოთხე წელია, სკოლაში სწავლა აღარ მიმდინარეობს, რადგან შენობას რეაბილიტაცია სჭირდება. მათივე თქმით, სამუშაოები ამ დრომდე დაწყებულიც არ არის. ბავშვები კი ყოველდღე სპეციალური ავტობუსებით სწავლის მისაღებად საგარეჯოში დადიან. რაც დისკომფორტია.
აქციის მონაწილეებს დღეს პარტია „ლელოს“ წევრებიც შეუერთდნენ. სოფლის მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს აანონსებს.