საპროტესტო აქცია მადრიდში

12:23, 08.10.2026

ესპანეთში გარდაიცვალა 87 წლის ქალი, რომლის ბინიდან გამოსახლებამაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა. მარიკარმენ აბასკალის გარდაცვალების შემდეგ, ათასობით ადამიანი მადრიდის ერთ-ერთი მთავარი მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართა, შეძახილებით – „ეს სიკვდილი არ არის, ეს მკვლელობაა!“. შეგახსენებთ, მარიკარმენ აბასკალი სექტემბერში საკუთარი ბინიდან, სადაც 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, იძულებით გამოასახლეს. ქალი საცხოვრებლიდან საკაცით გაიყვანეს, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აბასკალის შემთხვევამ ესპანეთში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ქვეყნის პრემიერმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს დანიშნა.

მსგავსი