საპროტესტო აქცია მაჟორიტარის ბიუროსთან

ხმაურისა და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე წარიმართა დიდ დიღომში, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქში, „ევროპული საქართველოს“ მხრიდან სიმბოლური „დაბოქლომების აქცია“.

ადგილობრივებმა პარტიის ლიდერებს არ მისცეს ოლქში ბოქლომის დადების საშუალება, რამაც ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია.  ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები, რომლებმაც დაძაბულობა განმუხტეს. პოლიცია ადგილზე ამ დრომდე რჩება.