საპროტესტო აქცია ლაგოდეხში

საპროტესტო აქცია გაიმართა ლაგოდეხის ცენტრში. მოსახლეობა ხმარებიდან წყლის პლასტმასის მილების ამოღებას მოითხოვს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უნდა გაუქმდეს წყლის მრიცხველები და გადასახადი სულთა რაოდენობის მიხედვით დაწესდეს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ახალ სისტემაზე გადავიდნენ, ინტოქსიკაციის შემთხვევები გახშირდა და წყალი, რომელსაც ისინი მოიხმარენ, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

ლაგოდეხის მერის განცხადებით, მოსახლეობის უკმაყოფილება სამართლიანია, სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ გარკვეული ხარვეზები დაუშვა და ვალდებულია, ოქტომბრის ბოლომდე გამოასწოროს.