საპროტესტო აქცია ლაფანყურში

ლაფანყურის მოსახლეობა, სოფლიდან შვიდ კილომეტრში, მდინარე ლოპოტაზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. მათი თქმით, მდინარეს არ გააჩნია შესაბამისი წყლის რესურსი, ხოლო კალაპოტი მცოცავი ქანებისგან შეგდება, რაც ჰესის აშენების შემთხვევაში, საფრთხის შემცველობას ზრდის.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, გეოფიზიკოსებს, გარემოს დამცველებსა და სხვა სპეციალისტებს მათთან შეხვედრა არ გაუმართავთ და გარემოზე ზემოქმედების რისკების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ადგილობრივებმა მოსალოდნელი საფრთხეების შესწავლის მიზნით, ალტერნატიულ ექსპერტიზას მიმართეს და პასუხის მოლოდინში არიან.

ლაფანყურელები დღეიდან დაგეგმილი ჰესის ტერიტორიისკენ მიმავალი გზის პიკეტირებასა და მორიგეობას აწესებენ, რომ მშენებელ კომპანიას ტერიტორიაზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზების საშუალება არ მისცენ.