საპროტესტო აქცია კოსოვოში

12:26, 06.10.2026

კოსოვოში მიმდინარე საპროტესტო აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა პარლამენტისა და მთავრობის შენობების შესასვლელები გადაკეტეს, შემდეგ კი პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკა და ქვები ისროლეს, ხოლო პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, პარლამენტმა კენჭი უყაროს კანონპროექტს, რომლითაც ჰააგის სასამართლოს უფლებამოსილება შეიზღუდება. ჰააგის სასამართლო კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის ყოფილ მეთაურებს ასამართლებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს, ჰაშიმ ​თაჩის. დემონსტრანტები უკმაყოფილონი არიან, რომ დეპუტატები ამ ცვლილებებს არ იღებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, კანონი უნდა იცავდეს კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას, რომელიც, მისი აზრით, „სამართლიან ომს“ აწარმოებდა. ცნობისთვის, სასამართლომ კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ თაჩი და კიდევ სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო. თაჩი სამხედრო დანაშაულებში, მათ შორის, მკვლელობაში, წამებასა და უკანონო დაკავებაში დამნაშავედ ცნეს და 25 წელი მიუსაჯეს.

მსგავსი