კონსერვატორიასთან მუსიკოსთა აქცია მიმდინარეობს. საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით მუსიკოსთა აქციას კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
შეკრებილები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე დაშავებულებსა და დაკავებულებს. აქციის მონაწილეები კონსერვატორიიდან მსვლელობით კულტურის სამინისტროსკენ გაემართებიან.