ხაშური არის ევროპა – ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა ხაშურში. აქცია მერიის მიმდებარედ სკვერში დაიწყო და ქუჩებში მსვლელობით გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა თქმით, ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გაჩერების გამო, ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისს კვერცხები ესროლეს.