საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან

იუსტიციის სახლთან კულტურის სფეროს წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. ხელოვანები აქციებზე დაკავებებსა და მათზე თავდასხმებს აპროტესტებენ. იუსტიციის სახლის შემდეგ, ხელოვანები პოლიციის განყოფილებებისკენ მსვლელობას გამართავენ. მათი თქმით, გაჩერდებიან პოლიციის შენობებთან მოთხოვნით, შეასრულონ საკუთარი მოვალეობა და დაიცვან აქციის მონაწილეები ძალადობისგან. მათი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებების შემდეგ, აქციას გამართავენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.