საპროტესტო აქცია იტალიაში

რომში პოლიციასა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, საპროტესტო გამოსვლაში ულტრამემარჯვენე ძალების მხარდამჭერები მონაწილეობდნენ. მათ ნაგვის კონტეინერები დაწვეს და ავტომობილები დააზიანეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. მანამდე, ერთი დღით ადრე შეზღუდვების წინააღმდეგ დემონსტრაციები არეულობაში გადაიზარდა მილანსა და ტურინში. იტალიაში ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, რის გამოც ხელისუფლებამ შეზღუდვები გაამკაცრა. გასული 24 საათის განმავლობაში, იტალიაში კორონავირუსის რეკორდული, 21 994 შემთხვევა გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი