საპროტესტო აქცია იტალიაში

12:12, 25.10.2026

ომისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა იტალიის დიდ ქალაქებშიც. ტურინში, რომსა და ბოლონიაში ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა.

ბოლონიაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციის თანამშრომლები.

მილანში კი საპროტესტო აქციები ძირითადად მშვიდობიანად წარიმართა. ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა და პოლიციის დამატებითი ძალები განათავსა, რათა გასულ შაბათ-კვირას მომხდარი ძალადობა აღარ განმეორებულიყო. შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით ბევრმა მაღაზიამ მუშაობა დროებით შეწყვიტა.

გასულ შაბათ-კვირას გამართული აქციებისგან განსხვავებით, ამჯერად ჟურნალისტებს მაღაზიების ძარცვის, ქონების დაზიანებისა და ვანდალიზმის შემთხვევები არ შეუნიშნავთ. იტალიის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა „17 ოქტომბრის მოძრაობის“ ორგანიზებასთან.

მსგავსი