საპროტესტო აქცია ირანის საელჩოსთან

მოქალქეთა ჯგუფმა გასულ კვირას თბილისში გამართული ირანელი მომღერლის კონცერტი გააპროტესტა. მათი მტკიცებით, კონცერტზე მომღერალმა ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა.

აქციის ორგანიზატორებს საქართველოში ირანის ელჩი შეხვდა. ელჩის თქმით, ირანის სახელმწიფო ემიჯნება ამ ინციდენტს და მათთვის უცნობია ვისი ორგანიზებით მოხდა ემირ თათალოს მოწვევა საქართველოში. დიპლომატის განცხადებით, აღნიშნული პირი, ძებნილია ირანში ჩადენილი დანაშაულებისთვის.