საპროტესტო აქცია გორში

„ჩვენი უფლებები საფრთხეშია“, – ამ ლოზუნგით აქცია გამართეს ქალებმა გორში.

ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი ერისთავის სახელობის თეატრთან შეიკრიბნენ და პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტეს. მათი თქმით, ეს ინიციატივები საფრთხეს შეუქმნის როგორც არასამთავრობო და მედია სექტორს, ასევე თითოეულ მოქალაქეს.