„დაბომბილი ქალაქი ბოდიშს არ იხდის“- ამ სლოგანით გორში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მონაწილეები გორის საკრებულოს შენობასთან ყოველ დღე იკრიბებიან. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ აქციის დროს დაკავებულებს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის ხელახალი არჩევნების დანიშვნაც. დღეს აქციას შეუერთდნენ გამომცემლები და მწერლები. დარიგდა ზვიად ცეცხლაძის გაზეთი „საკანი 101“.