საპროტესტო აქცია გორში

„არა რუსულ ხელისუფლებას“- ამ და მსგავსი ლოზუნგით გორში საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს. შეკრებილებმა მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.