საპროტესტო აქცია გორში

15:30, 02.12.2024

გორში სკოლის მოსწავლეების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები არიან ცენტრალურ მოედანზე, საკრებულოს შენობასთან. მოზარდები აცხადებენ, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ. მანამდე იმყოფებოდნენ მესამე საჯარო სკოლის შენობასთან, სადაც როგორც თავად აცხადებენ, გაიგეს, რომ მოსწავლეებს დირექცია სკოლის შენობის დატოვების უფლებას არ აძლევდა. მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა სკოლასთან მისულ ახალგაზრდებს განუმარტა, რომ სასწავლო პროცესის დროს, მშობლის ნებართვის გარეშე, ვერცერთი მოსწავლე სკოლის შენობას ვერ დატოვებს.

მსგავსი