საპროტესტო აქცია გომბორში

პროტესტი სოფელ გომბორში. უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა და ცხოვრებისთვის აუცილებელი პირობის შექმნის მოთხოვნა.

სოფლის მცხოვრებლებმა დღეს გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და საგარეჯოს მერს პრობლემის გადაჭრა მოსთხოვეს.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყლის ცენტრალური მაგისტრალის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი სამჯერ ჩაიშალა, რამაც პროცესი გააჭიანურა.

როდის მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა, რა პასუხი აქვს მერს და როგორია მოსახლეობის მოლოდინი,- თემის დეტალები „მოამბეში“.