აქციის მოწყობის გარდა დემონსტრანტები პროტესტს კიდევ ერთი ფორმით გამოხატავენ.
აქციის მონაწილეები თბილისის სხვადასხვა ქუჩის მიმართულებით მოძრაობენ და პერმანენტულად გზებს კეტავენ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა დღეს გმირთა მოედანის პარალიზება მოახდინეს. საავტომობილო მოძრაობა მოედნიდან თითქმის ყველა მიმართულებით სრულად არის შეფერხებული. ვერ გადაადილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. „პიკეტირება – ხმაური თავისუფლებისთვის“ – ასე დაარქვეს დემონსტრანტებმა პროტესტის ამ ფორმას, რომელსაც ბოლო დღეებში საპროტესტო გამოსვლების პარალელურად მიმართავენ.