საპროტესტო აქცია გლდანის ციხესთან

საპროტესტო აქცია იმართება გლდანის ციხესთან. ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულებს და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა მარტის აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებაც, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. როგორც გლდანის ციხესთან შეკრებილები აცხადებენ, დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრები არიან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.