საპროტესტო აქცია გერმანიაში
გერმანიის რამდენიმე ქალაქში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის” საწინააღმდეგოდ აქციები გაიმართა. ჰამბურგში, ბერლინში, ფრანკფურტსა და გერმანიაში დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „აკრძალეთ ალტერნატივა გერმანიისთვის ახლავე“, „სიძულვილის წინააღმდეგ“ და „ყველა ნაცისტი სულელია“.