საპროტესტო აქცია გენერალურ პროკურატურასთან

საგამოძიებო უწყებასთან კომპანია „ჯაბა კრედიტის“ დაზარალებული მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „ჯაბა კრედიტის“ დირექტორ ზანდა გოგოლაძეს სასამართლომ მათ საქმეზე მინიმალური სასჯელი შეუფარდა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მიყენებული ზარალიდან გამომდინარე მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი ზომა უნდა იყოს გამოყენებული. მათივე განცხადებით, საგამოძიებო უწყება არაფერს აკეთებს მეორე ბრალდებულის, კომპანია „ჯაბა კრედიტის“ დირექტორის ქმრის დასაკავებლად. აქციის წევრების ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი იმყოფება თურქეთში. დაზარალებულმა მოქალაქეებმა დღეს აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც გამართეს. აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი შეუერთდა.