საპროტესტო აქცია გაიმართა ზუგდიდში

12:21, 09.02.2025

აქცია გაიმართა ზუგდიდშიც. სამხარეო ადმინისტრაციის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს აქციების მიმდინარეობისას დაკავებულებს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს. უცვლელი რჩება მთავარი მოთხოვნაც – ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. სიტყვით გამოსვლისას მომიტინგეებმა ისაუბრეს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული კანონების შესახებ და მათ ანტიდემოკრატიული უწოდეს.

 

მსგავსი