საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთში

საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთშიც. მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის კოშკთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. შეკრებილებმა დაგმეს ძალადობა და განაცხადეს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროტესტი ყველა მოქალაქის ვალდებულებაა. ფოთში აქციები ყოველდღიურად იმართება.