საპროტესტო აქცია ფოთში

საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთშიც. სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღმაშენებლის ქუჩაზე, მერიასთან შეიკრიბნენ და გზა გადაკეტეს. მოგვიანებით კი მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებამ საბოლოოდ უარი თქვა ქვეყნის ევროპულ კურსზე, საქართველოს ევროპული არჩევანი გადასარჩენია და ხალხს მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.