საპროტესტო აქცია ფოთში

პროტესტი ფოთში. თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები და რიგითი მოქალაქეები ნავმისადგომთან არიან შეკრებილები. ისინი მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ. საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ, რომ საკითხზე შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული და ქაფშიით დატვირთულ მანქანებს ტერიტორიაზე არ გაატარებენ.

შეგახსენებთ გუშინ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება.

ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი გავრცელდება.

შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ფოთში მონიტორინგს გაუწევს აღნიშნულ პრობლემას და კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.