საპროტესტო აქცია ფოთში

სუფთა ჰაერს ითხოვენ ფოთში.

მოსახლეობამ დღეს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა პრობლემა, რომელიც ქალაქში მრავალი წელია არსებობს. ქაფშიის რეწვის სეზონზე ადგილობრივებს თევზის სუნი აწუხებთ. მოქალაქეებს პრეტენზიები თევზის გადამამუშავებელი საწარმოების მიმართ აქვთ. იმის დასადგენად, იცავენ თუ არა მწარმოებლები სტანდარტებს, ქარხნებში მონიტორინგი ტარდება.