საპროტესტო აქცია ფოთში

ფოთში საპროტესტო აქცია ნიკოლაძის კოშკთან მოეწყო. მოგვიანებით მოქალაქეებმა ცენტრალურ მოედნამდე მსვლელობა მოაწყვეს და ნაძვის ხესთან, აქციებისას დაშავებული ადამიანების ფოტოები გამოფინეს. საახალწლო კონცერტის პარალელურად, მომიტინგეებმა მოთხოვნები გააჟღერეს და მოქალაქეებს გვერდით დგომისკენ მოუწოდეს.

აქციის რამდენიმე მონაწილე ადგილზე მყოფ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მივიდა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ვითარება სამართალდამცავებმა განმუხტეს.