საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან

„ქართული მარშის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ დაკავებული წევრები ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

მათი ნაწილი თბილისის პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი. სამართალდამცავებმა შვიდი პირი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანეს, სადაც „ქართული მარშის“ ორგანიზებით აქცია მიმდინარეობდა. დიდ საკონცერტო დარბაზთან აქციიის მონაწილეები ახლაც რჩებიან.

ადგილზე თამუნა წიკლაური მუშაობს.