საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან

პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, ამ წუთებში აქცია იწყება ფილარმონიასთან. აქციის ორგანიზატორები არიან: დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“ და „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები”.

ორგანიზატორთა განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა განსაზღვროს, რისთვის სჭირდება პროპორციული არჩევნები, უბრალოდ საპარლამენტო მანდატებისთვის, თუ რეალური ცვლილებებისთვის. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბექა ნაცვლიშვილი ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის დაარსებას გეგმავს.