საპროტესტო აქცია ესპანეთში
ფრანგი მომიტინგეების იდენტური მოთხოვნებით, აქციები იმართება ევროპის სხვა ქალაქებშიც. ბარსელონის ცენტრში, სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებით შეკრებილი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია, კატალონიის პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ფრანგი თანატოლების იდეებით შთაგონებულმა აქციის მონაწილეებმა გაძარცვეს მაღაზიები, ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და ქუჩის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და მძიმე საგნები ესროლეს. ბარსელონაში მოწყობილი არეულობისა და ძარცვის გამო 128 პირი დააკავეს. სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ აქციის მონაწილეები ჯგუფებად დაიშალნენ და კატალონიის მოედნიდან, სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ. აქცია, საფრანგეთში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე სტუდენტურ საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდებოდა.