საპროტესტო აქცია დიდ დიღომში

დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში, ადგილობრივები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემთხვევაში, საბავშვო ბაღის ერთი შესასვლელის პარალიზება მოხდება და ბაღის 500-მდე აღსაზრდელს სამშენებლო მასალების მტვერი და მშენებლობის პროცესი საფრთხეს შეუქმნის.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თბილისის მერიას მიმართეს, რის შემდეგაც კომპანიამ მუშაობა დროებით შეაჩერა.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას კომპანია „იჯი გრუპი“ გეგმავს.

დატოვე კომენტარი