საპროტესტო აქცია და მმართველი გუნდის პოზიცია

ოპონენტებს საპარლამენტო საქმიანობის რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებს ხელისუფლება.

მმართველ გუნდში საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას პროტესტის გამოხატვის ფორმად მიიჩნევენ, თუმცა აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ შენობის ბლოკირების შემთხვევაში სამართალდამცავები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ხაზს უსვამენ, რომ ხვალ დაგეგმილი პლენარული სხდომა კანონმდებლობის და რეგლამენტის გათვალისწინებით აუცილებლად გაიმართება. მმართველი პარტია საპარლამენტო ოპოზიციას სხდომაზე დასწრებას და პოლიტიკურ დებატებში ჩართვას ურჩევს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ხვალინდელ სხდომას ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები ბოიკოტს უცხადებენ.

თეონა მანაგაძე მუშაობს პარლამენტში.