18 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების ბურუსით მოცული საქმის გამო, საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. გორი-ბერბუკის მონაკვეთზე ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით დაწყებული დღევანდელი აქცია გორის ცენტრში გაგრძელდა, სადაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოხდა.
6 ივლისს დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას უნდობლობას უცხადებს და ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას არ უმსხვერპლია.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები, გამოძიების სრულყოფილად ჩატარებისთვის, ხელისუფლებას ვადას თვის ბოლომდე აძლევენ. ხმაურიანი აქციის და მძიმე ბრალდებების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მერებაშვილის საქმეზე განცხადების გაკეთება მოუხდა.