პროტესტის 127-ე დღე ჭიათურაში – ექვსი მაღაროელი მე-16 დღეა შიმშილობს. მათგან სამს პირი აქვს ამოკერილი, ორი მშრალ შიმშილზეა. ტარიელ მიქაცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ის უარს ამბობს ექიმების დახმარებაზე. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლება.