საპროტესტო აქცია ჭიათურაში

ჭიათურაში პროტესტი გრძელდება. აქციის 126-ე დღეს ექვსი მაღაროელი, მე-15 დღეა, შიმშილობს.  მათგან  სამ ადამიანს პირი აქვს ამოკერილი. ერთი მაღაროელი კი საპატიმროში შიმშილობს. ერთ-ერთი მოშიმშილე მაღაროელის, ტარიელ მუქაცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს დამძიმდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს, თუმცა მან მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა. აქციის მონაწილეები დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებასა და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. პარალელურად, მიხეილ სოცკი – ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი, მაღაროებში პირადად ეცნობა აღდგენა-გამაგრების სამუშაოებს, ხვდება დასაქმებულებს და აცნობს ახალ სატარიფო გეგმას.