ერთთვიანი პროტესტი ჭიათურაში – უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულები პროტესტის ფორმას ცვლიან. მომიტინგეები უახლოეს დღეებში ქალაქის პიკეტირებას აპირებენ და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებს ჭიათურიდან მადნეულის გატანის საშუალებას არ მისცენ.
მაღაროელები დარწმუნებულები არიან, რომ კომპანია კრიზისს ხელოვნურად ქმნის, რათა ნედლეული ღია კარიერული წერით მოიპოვოს და ამის ხარჯზე თანამშრომლების ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლოს. ისინი უნდობლობას უცხადებენ პროფკავშირებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილ სამმხრივ კომისიაში დასაქმებულებს წარმოადგენს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მაღაროელების ინტერესებს არ იცავს და კომისიაში სხდომებს მათი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი უნდა დაესწროს.