საპროტესტო აქცია ჩარგლის ქუჩაზე

აქცია მშენებლობის წინააღმდეგ. ჩარგლის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვა სპეციალურ ზონაშია გაცემული. იჭრება დაახლოებით 32 ათასი კუბური მეტრი მიწა. ადგილობრივი შიშობენ, რომ სწორედ ამ პროცესმა შესაძლოა მეწყერი გამოიწვიოს. ასევე აქციის მონაწილეები აცახდებენ, რომ  აღარ დარჩება თავისუფალი სივრცე და გზა საცხოვრებელ კორპუსებს შორის ტრანსპორტს ვერ გაატარებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს მერიისაგან პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

დატოვე კომენტარი