საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან

21:10, 16.10.2021

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ამ წუთებში აქცია იმართება რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებასთან, სადაც აქციის მონაწილეთა ნაწილი მას შემდეგ გადავიდა, რაც პროტესტი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გამოხატეს.

აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილმა მოძრაობამ გამართა. ამ მოძრაობის შემადგენლობაში შედიან „მოძრაობა საქართველოსთვის“, „შეცვალე“ და სხვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. პერიოდულად, იყო ხმაური და აქციის მონაწილეთა დაპირისპირება პოლიციასთან.

 

მსგავსი