საპროტესტო აქცია ბათუმში

საპროტესტო აქცია ბათუმში. „მეტროს“ მშენებლობაზე დაღუპული მუშების ოჯახის წევრებს,  პრეტენზიები სადაზღვევო კომპანია „უნისონთან“ აქვთ.  აქციის მონაწილეთა განცხადებით,  კომპანია არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და არ ანაზღაურებს სიცოცხლის დაზღვევას.

მათი თქმით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპვის შემთხვევაში, სადაზღვევო ხელშეკრულება ოჯახისთვის 100 ათასი დოლარის ანაზღაურებას ითვალისწინებს, თუმცა ოჯახებს ეს თანხა არ მიუღიათ.

„უნისონის“ წარმომადგენლების თქმით, კომპანია “მეტრომ“ ხელშეკრულება დაარღვია, რის გამოც ისინი თანხას არ აანაზღაურებენ. კომპანია მეტროში კი საქმის სასამართლო გზით გარკვევას აპირებენ.