პროტესტის 46-ე დღე. დედაქალაქის პარალელურად, საპროტესტო აქცია იმართება ბათუმში, სადაც გუშინ 12 ადამიანი დააკავეს, მათგან 9 ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორებში რჩება. დაკავებულებს შორის არის ონლაინ გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. სასამართლო პროცესები სავარაუდოდ ხვალ გაიმართება. ბათუმის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენებს დღეს მოქალაქეთა ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დღის პირველი ნახევრიდან აპროტესტებს.
რა გახდა პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების მიზეზი, რა მოთხოვნებს აჟღერებენ მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები – მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი.